19:51 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 11:15:35, 965 ნახვა

საზოგადოება
კომპანია PSP-ს ორგანიზებით, წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი - PSP Beauty Fair ქუთაისსა და ბათუმში იმართება

PSP-ს ორგანიზებით, წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი PSP Beauty Fair 21, 22 და 23 ივლისს ქუთაისში, ხოლო 30, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს ბათუმში იმართება. უკვე ქუთაისსა და ბათუმში სამი დღის მანძილზე, ფესტივალზე მოსული მომხმარებელი შეძლებს ყველა იმ საინტერესო გამოცდილების მიღებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ყველა თავის მოვლის მოყვარულ ადამიანს.

ადგილზე დაგხვდებათ მსოფლიოს ცნობილი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები. 

ფესტივალის განმავლობაში PSP, როგორც ზრუნვის ადვოკატი, არღვევს სტანდარტებს და გარდა სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებებისა, მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად: სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს დერმატოლოგიურ და თმის მოვლის სივრცეებში, დაესწრებიან ცნობილი და ადგილობრივი სპეციალისტების მასტერკლასებს, მათ შორის ვიზაჟის სივრცეში, ჩაიტარებენ თავის მოვლის და ესთეტიკურ პროცედურებს. პატარებს საბავშვო სივრცეში სხვადასხვა სახალისო აქტივობები ელოდებათ; ორივე ქალაქში 50 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს თითოეულ სივრცეში სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა სამგზავრო ზომის პროდუქტებით.

ფესტივალების ჩატარების ადგილებია: ქუთაისი: ახალგაზრდობის გამზ. N96ა, სპორტის სასახლე;
ბათუმი: ლადო ასათიანის ქუჩა N27, სპორტის სასახლე 

ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://pspbeautyfair.ge/registration

We are Beauty – ამ სლოგანით სილამაზის ფესტივალი საქართველოში პირველად PSP-მ ჩაატარა. ფესტივალმა მასშტაბით გაიმეორა და რიგ შემთხვევებში გაუსწრო კიდეც უცხოურ ანალოგებს, რამაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია. 

PSP-ს მეშვეობით, თითქმის 30 წელია მედიკამენტები და მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ფაქტს PSP Beauty Fair-ის შემთხვევაშიც ამყარებს და ფესტივალს ქუთაისსა და ბათუმშიც მართავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics