|
2023-07-17 17:09:16, 929 ნახვა
საზოგადოება
88 წლის ასაკში მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა
88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. "გარდაიცვალა გამორჩეული, ყველასთვის საყვარელი ომარ მხეიძე. ლეგენდარული სუხიშვილების სოლისტი. ნინო რამიშვილის განუმეორებელ პარტნიორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საუკუნის მოცეკვავე. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ქორეოგრაფიულ საზოგადოებას და მთელ საქართველოს",- ნათქვამია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განცხადებაში. ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ომარი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; მისმა შემოქმედებამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააცნო საქართველო, როგორც უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა, ხოლო საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა. გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას",- აცხადებს ღარიბაშვილი. ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის („სუხიშვილები“) წამყვანი სოლისტი. საცეკვაო კარიერის დასრულების შემდეგ, 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, ხოლო 2014 წელს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა საუკუნის მოცეკვავის წოდება მიანიჭა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)