|
2023-07-17 10:15:22, 715 ნახვა
საზოგადოება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წაბლის დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში 2021 წლიდან დაიწყო. "პროცესი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს. წაბლის ქერქის ნიმუშების კვლევა და ჰიპოვირულენტური შტამების გამოყვანის ლაბორატორიული სამუშაოები ავსტრიის, შვეიცარიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩატარდა. დღეისათვის, ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. ეფექტიანობის გამოვლენის მიზნით, ტერიტორიაზე მუდმივი მონოტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე შტამებმა დაიწყო დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მუშაობა; თუმცა, კვლავ საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, ბრძოლის მეთოდის ეფექტიანობის ხარისხის და ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის საჭიროების დადგენის მიზნით. საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ხმობა გამოწვეულია წაბლის ქერქის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის, ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება",- ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)