|
2023-07-15 12:37:19, 1176 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ თითს - პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია
არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ თითს - არავითარი კონტაქტი პოლონელ ექიმებთან არ მქონია,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. ალასანია იმედოვნებს, რომ გაკეთდება შესაბამისი განმარტებები და ყველაფერი გაირკვევა. "არავითარი კონტაქტი მე ამ ადამიანებთან არ მქონია, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ მათი, რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. ალბათ, გაკეთდება რაღაც კომენტარი იმიტომ, რომ გამომდინარე იმ ინტერესიდან, რომელიც არის ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] მიმართ დღეს, დასავლეთში ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ინტერესი აქვთ, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული ვერ დარჩება დიდხანს. ალბათ, მოვისმენთ კომენტარებს. იქითა მხარეც, ალბათ, თავის განმარტებას მოგვცემს. არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ თითს - მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა მე? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან იყო კონტაქტში",- უთხრა ალასანიამ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)