10:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 09:05:27, 1178 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური - ბათუმში ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი მოქალაქე ვამხილეთ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბათუმში, ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი მოქალაქე ამხილეს.
 
აღნიშნულთან დაკავიშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 13 ივლისს,  ტელეკომპანია „ფორმულა"-ს ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი თემო ხუხია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ ქალაქ ბათუმში, მცხოვრებ ნ. ძ. - სთან, რა დროსაც ნ. ძ. გახდა აგრესიული და სალომე ბოკუჩავას ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა თავზე და თავით მიაჯახა კედელს. ჟურნალისტმა აღნიშნული ქმედების გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ნ.ძ. - ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 14 ივლისს ნ.ძ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics