|
2023-07-11 14:20:19, 719 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლელა ჩიქოვანმა არნოლდ კამელს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციას, ძალისხმევასა და იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არნოლდ კამელი თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლაში (DIBS) „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა და ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)