|
2023-07-09 10:56:06, 947 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე „ჯარის ბანაკში“ მოსწავლეების როტაცია დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აქტიურად მიმდინარე საზაფხულო პროექტის „ჯარის ბანაკის“ ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან კი, „ჯარის ბანაკი“ ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს სერჟანტთა აკადემიაში მოწყობილი „ჯარის ბანაკი“ საერთო ჯამში ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე მომავალ წლამდე დაიხურება. "აღნიშნულ როტაციაზე „ჯარის ბანაკს“ თბილისის, გორის, ვალეს, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ კოჯორში სამთო მომზადება ჩაუტარდათ, ვაზიანის მე-4 ქვეითმა ბრიგადამ კი, სპეციალურად ბავშვებისთვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოაწყო. სამხედრო ქვედანაყოფში მოსწავლეებს სიმულაციურ ცენტრში სხვადასხვა იარაღიდან სროლისა და ერთმანეთთან შეჯიბრის საშუალებაც მიეცათ. ხუთდღიანი პროგრამის დასასრულს, სერჟანტებმა ბავშვებს სამახსოვროდ „ჯარის ბანაკის“ სასაჩუქრე ჩანთები გადასცეს და მათთან ერთად იმხიარულეს. „ჯარის ბანაკი“ - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით დაიწყო და მას თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)