|
2023-07-07 20:04:08, 1118 ნახვა
საზოგადოება
ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”
ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფზე კვლევისა და კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი - ბრტყელტერფიანობის დროს. ეს დაავადება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლასა და ისეთი პათოლოგიების განვითარებას იწვევს, როგორიცაა: სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი და ხერხემლის სხვადასხვა სახის დაავადება. როგორ ხდება ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა? ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას იძლევა. აღნიშნულ სერვისს კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს - უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტირებას. “ახალი ხედვის” კომპიუტერული დიაგნოსტიკა ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატურით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა. რა ხდება დიაგნოსტიკის შემდეგ? ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის შემდეგ იქმნება სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში, რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, კი სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” კლინიკაში ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება, რაც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. გარდა ინდივიდუალური სუპინატორებისა, კომპანია “ახალ ხედვა” მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. მათი შეძენა სამედიცინო კომპანიის მაღაზიათა ქსელში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)