|
2023-07-06 17:34:47, 1692 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - სისხლში აღმოჩნდა მძიმე მეტალები - არ არის გამორიცხული, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა
სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები. აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ანდრია ჯაღმაიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც". "მეუფე შიოს მდგომარეობა დღეს არის ნორმალური, მუშაობს, ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვების და ვარაუდების გამოთქმა, არ მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ, შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს. ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს - ერთი არის, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, რომ ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)