|
2023-07-06 13:06:12, 674 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი 800 ბინის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა რუსთავში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება. „ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. სააგენტოს დირექტორთან ერთად მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, განსახლება. ჯამში, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)