|
2023-07-05 12:10:30, 819 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის სამეფოში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა. "მხარეებმა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა შვედეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)