|
2023-07-04 12:41:50, 797 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ხელისუფლებამ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა - არავითარი საბაბი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. როგორც კობახიძემ პრესკონფერენციის ფორმატში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, 18 კონკრეტული მოთხოვნა შესასრულებელია. „პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ, შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, არავითარი საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება... რომ შევაჯამოთ, არის 18 კონკრეტული მოთხოვნა შესასრულებელი. რაც გამოიკვეთა ევროკომისიის ანგარიშში, აქედან 10 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაღაცეები გაკეთდა, კანონმდებლობა არსებითად შეიცვალა და ახლა ითხოვენ ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვას. ორი რეკომენდაცია უკავშირდება ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს, თანამდებობის პირთა არჩევას. ერთ რეკომენდაციაში საუბარია საბჭოს წევრების არჩევაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხება ერთი რეკომენდაცია, კანონის არმიღებას ითხოვენ ორ შემთხვევაში, ეს ეხება დეოლიგარქიზაციას და ცესკო-ს საკითხს და ამაზე გვექნება კონსულტაციები. ყველა ეს პუნქტი რომ შევაჯამოთ, აშკარად ჩანს, რომ რაღაცის არ გაკეთებას არავინ გვედავება. საუბარია პრაქტიკაში დანერგვაზე და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე. ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით შეასრულა 12-ვე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



