|
2023-07-03 22:48:00, 544 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ხელში ჩაიგდოს ცესკო და აკეთოს ის, რასაც აკეთებდა, აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევაზე პირველი არხის გადაცემაში ისაუბრა, რომლის თქმითაც, „დაახლოებით 2 წლის, ძალიან რთული ადგილობრივი არჩევნები სწორედ ამ შემადგენლობამ და ამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ჩაატარა“. „ეუთო/ოდირი იცით, რომ არის ევროსაბჭოს უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო მისია და პერსონალურად მის მიმართ შენიშვნა არავის გამოუხატავს, მაგრამ რატომღაც თვალში არ მოუვიდა ქალბატონ პრეზიდენტს ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი. შენიშვნა არ აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, სამაგიეროდ, შენიშვნა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ეტყობა ხელში უნდა ჩაიგდოს ცესკო და ის აკეთოს, რასაც დიდი დროის მანძილზე აკეთებდა - აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს. ეს დრო ჩაბარდა წარსულს, ასეთ პერიოდს საქართველო ვეღარ დაუბრუნდება“-აღნიშნა ცაგარეიშვილმა. აგრეთვე, ცაგარეიშვილმა ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა. „ჩვენ გვექნება სრულად ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების საშუალება, დაველოდოთ 2024 წელს. ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა. იცით, რომ რამდენიმე შუალედური არჩევნები სწორედ ელექტრონული წესით ჩავატარეთ. ეს იყო, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ამიტომ, ახლა მთელი ქვეყანა გადავერთეთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებაზე, სადაც ნებისმიერი ჩარევა მინიმალურ დონეზეც, მათ შორის წევრების მხრიდან, მომავალი თავმჯდომარის მხრიდან იქნება დაყვანილი ფაქტობრივად ნულამდე. 8 საათზე უბნები დაიკეტება, თითქმის 10-20 წუთში სრულიად საქართველოს ეცოდინება არჩევნების პირველადი შედეგი და ამით დასრულდება მუდმივი ღამის ბრძოლა საუბნო-საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა ვიქნებით კმაყოფილები ამ შედეგით“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



