|
2023-07-03 12:49:39, 790 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი სამხედრო სწავლებაზე - ბაღებშიც უნდა შევიტანოთ
მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მიინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო სწავლებასთან დაკაშირებით კოჯორში, თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯარი საზოგადოების განვითარების საქმეში "ძალიან დიდ" როლს ასრულებს. "ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში - გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი. თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა, ამით ხელს შევუწყობთ ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. პირდად შეხვდებით ომების მონაწილე გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს არა მხოლოდ ჩვენს წარსულში მომხდარს, არამედ ჩვენს აწმყოში",- მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ჯარის ბანაკის" მონაწილეებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)