|
2023-07-03 10:45:51, 763 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მთის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. “ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი. მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადგურ მარელისში მეწყერი 1-ელ ივლისს ჩამოწვა, რამაც საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)