|
2023-07-02 21:21:10, 1246 ნახვა
მსოფლიო
მაკრონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მოსკოვისა და თეირანის ინტერესებს აკმაყოფილებს - ფრანგული მედია
საფრანგეთის პრეზიდენტს ყარაბაღის საკუთარი ხედვა აქვს. ის ანკლავს „არცახს“ უწოდებს. ასეთი ხედვა არ ემთხვევა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციას, რომლებიც, ცდილობენ მშვიდობის დამყარებას რეგიონში და განაგრძობენ ევროპის აზერბაიჯანული ენერგორესურსებით მომარაგებას. - ამის შესახებ Telegraph წერს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ის უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევზე, ვიდრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი. პოლიტიკოსის თქმით, ის არის „ერთადერთი, ვისაც აქვს მკაფიო პოზიცია და მესიჯები არცახისთვის“ (როგორც პრორუსი სომეხი სეპარატისტები უწოდებენ აზერბაიჯანულ ყარაბაღის ანკლავს), აღნიშნავს გაზეთი. მაკრონის განცხადება მარსელში მიუთითებს ყარაბაღში პრორუსული სეპარატიზმის ხაზის მხარდაჭერაზე. თავის მხრივ, ირანელები და რუსები ყარაბაღში სეპარატისტულ ანკლავს განიხილავენ, როგორც აზერბაიჯანის ენერგომომარაგების „გადამრთველს“ ევროკავშირში, განმარტავს ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი მედია ბეგინ-სადათ ცენტრი. The Telegraph იუწყება, რომ 1 ივნისს კიშინიოვში გამართული ევროპული სამიტის შემდეგ მაკრონმა ტელეფონით შესჩივლა საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარეს მურად პაპაზიანს: „მხოლოდ მე მაინტერესებს არცახის მომავალი და სხვა მონაწილეები. მოლაპარაკების პროცესი (გერმანიის კანცლერი შოლცი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მიშელი, ) არცახს აზერბაიჯანის განუყოფლად მიიჩნევენ. მაკრონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მოსკოვისა და თეირანის ინტერესებშია და ეწინააღმდეგება ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძალისხმევას ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობიანი მოგვარების მიღწევაში, წერს The Wall Street Journal. ახლა მაკრონი ფაქტობრივად რადიკალური ელემენტების მძევალია სომხურ დიასპორაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მწირი გავლენა საფრანგეთში, ნათქვამია სტატიაში. სომხური წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, დაახლოებით 600 000-ია. ეს არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%.
არსენალის მთაზე დაგეგმილი სამთავრობო ქალაქისთვის გზების პროექტირებაზე ₾10.3 მლნ-ის შესყიდვა გამოცხადდა
Flydubai-ს ეკიპაჟის წევრებმა დუბაი-თელ-ავივის რეისზე შელაპარაკების შესახებ განაცხადეს: პილოტები ჩხუბში ჩაერთნენ
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის „სამხედრო მომარაგების ქსელის“ 10 მონაწილეს სანქციები დაუწესა
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)