|
2023-06-30 20:58:42, 1116 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ღარიბაშვილისგან, რადგან მისი მოტივაციაა, გააღრმაოს პოლარიზაცია
განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, გააღრმაოს პოლარიზაცია,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა. დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რადგან "ხალხისთვის მეტი შეთავაზება არ აქვს". "ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას. ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო "ნაციონალურ მოძრაობაზე", სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



