|
2023-06-30 19:58:37, 1042 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი „ოცნებაზე“ - ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა
ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი. მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიას რიტორიკულ კითხვას უსვამს, თუ ყველაფერი წესრიგშია რატომ მოხდა მისი სასამართლოდან ჩახსნა და რატომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენლებს. "თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ. და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით და არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს. ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა. მაინც დაგამარცხებთ!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



