|
2023-06-30 17:09:39, 1138 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - აქეთ ვეხმარებით ევროპელ მეგობრებს, რომ სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია არ მოხდეს
ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "საქართველო აქეთ ეხმარება ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია". „ომის დაწყების დღიდან დღემდე სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით და ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ნათქვამი დადასტურდა ჩვენს მიერ განხორციელებულ საკმაოდ ეფექტურ ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათ მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს აი ამ რისკებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპელ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული. ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი. არც ერთი ფაქტი, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა. არც ერთი ფაქტი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



