|
2023-06-30 14:32:59, 896 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - შეხვედრებზე ვარწმუნებ კოლეგებს, რომ თუ არ მიანიჭებენ საქართველოს სტატუსს, მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება
შეხვედრებზე ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ამას ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, რომელსაც "რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის". „ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად თქვეს, ხმამაღლა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. აი ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ არ მოგვისმენია ბოლო 30 წლის განმავლობაში. აი, ეს ნიშნავს, რეალურად შეიძლება ითქვას, ძალიან დიდ მიღწევას, ჩვენი გუნდის მუშაობის და დაფასებას, რომელსაც სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი აუცილებლად, შემდეგი ეტაპი. ჩვენმა გუნდმა, მოგეხსენებათ კარგად, მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა, ევროკავშირის მხრიდან დაშვებული და ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, ჩვენი ხალხი არ იმსახურებს, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის იზიარებს ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი, რაც მათ ვუთხარი, არის შემდეგი, თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს ზოგადად, თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირის ინტეგრაციით, თუნდაც რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული და მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. დამსახურების მიხედვით თუ ავიღებთ და ვიმსჯელებთ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. 12 რეკომენდაციიდან, 11 შეიძლება ითქვას არის შესრულებული, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი გუნდის წევრებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



