|
2023-06-30 14:18:40, 916 ნახვა
პოლიტიკა
ზავრადაშვილი პრემიერს - როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე +18 დაედოს [ვიდეო]
წინადადებით შემოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ, სტრიმზე +18 დაედოს,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა საქართელოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ზავრადაშვილის თქმით, პრემიერის მადლობელია იმისთვის, რომ „საქართველოს გენოფონდი არ ნადგურდება და ქვეყანაში მომტირალი დედები არ არიან“. „წინადადებით შემოვდივარ, როცა როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ, სტრიმზე +18 დაედოს. აღარ შეიძლება უკვე ამათი მოსმენა. ბატონო ირაკლი, წინა კვირაში დიდუბის რაიონში 204-მა ახალგაზრდამ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ისინი ძალიან დიდ ღონისძიებაზე მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მოსულები. მე თქვენთან ახალგაზრდების კითხვებიცა და დანაბარებიც იქიდან წამოვიღე. პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ომი არ არის, საქართველოს გენოფონდი არ ნადგურდება და მომტირალი დედები არ არიან. რატომ არ ეძლევა მსვლელობა გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და რატომ არ ხდება იზოლირება იმ ადამიანების, რომლებმაც ისარგებლეს გულწრფელი ადამიანებით და ცდილობდნენ ქვეყნის ამოტრიალებას. საჭიროა თუ არა უფერო მკვეთრი განცხადებების გაკეთება იმ ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გამიჯნონ ხალხი და მის მიერვე არჩეული ხელისუფლება - ვინც არ უნდა იყოს ის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარი, თუ ვინც არ უნდა იყოს. მაქვს კიდევ ერთი სურვილი - გისურვებთ კონსტრუქციულ, არამოღალატე ოპოზიციის ყოლას ქვეყნისთვის და პირობა, რომ პრიგოჟინის პარტიის ფილიალი ქართული, რომლის ლოგოზე უნდა იყოს კასტილი, არასოდეს რომ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამის პირობა უნდა წავიღო უკან, ბატონო ირაკლი“,- განაცხადა ზავრდაშვილმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



