|
2023-06-30 14:15:43, 967 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ისტორიული გადაწყვეტილება იყო ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა
ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც "წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა". „რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებ პირადად მე და საგარეო საქმეთა მინისტრი. ბოლო პერიოდი მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან მთავარი პრიორიტეტი რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. მთავრობამ, პარლამენტთან ერთად მაქსიმუმი გააკეთა პრიორიტეტების შესრულების ნაწილში. ჩვენ სრულად ჩართულები ვიყავით ამ პროცესში. ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას. ამის დასტურია დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს დღესაც ორივე ხსენებულ ქვეყანას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი, ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ასე შეაფასეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი მიზანი და ოცნება", - განაცხადა პრემიერმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



