|
2023-06-29 15:23:53, 1097 ნახვა
სამართალი
შსს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირია დაკავებული, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კუპატაძის თქმით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. "ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: თურქეთის მოქალაქეები - 1991 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1981 წელს დაბადებული ი.ი., ინდოეთის მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ა.ი., ნიგერიის მოქალაქეები - 1995 წელს დაბადებული ბ.ი. და 2002 წელს დაბადებული დ.ი., და რუსეთის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ე.გ. ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 2000 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.გ., 2000 წელს დაბადებული ე.ზ., 1973 წელს დაბადებული ლ.თ., 1994 წელს დაბადებული ა.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ჩ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1992 წელს დაბადებული ე.მ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1988 წელს დაბადებული ი.გ., 2007 წელს დაბადებული რ.ს., 1978 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული რ.მ., 1956 წელს დაბადებული რ.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ა., წარსულში ნასამართლევი პირები - 1966 წელს დაბადებული გ.ჭ., 1974 წელს დაბადებული ი.ჯ., 1974 წელს დაბადებული ზ.ხ., 1970 წელს დაბადებული მ.გ., 1970 წელს დაბადებული ა.ტ., 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1991 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული თ.ბ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ი., 1982 წელს დაბადებული გ.გ., 1978 წელს დაბადებული ლ.ი., 2002 წელს დაბადებული ა.ხ., 1995 წელს დაბადებული გ.ს., 1989 წელს დაბადებული ნ.გ. და 1977 წელს დაბადებული დ.კ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ნ.მ., 1990 წელს დაბადებული თ.კ., 1995 წელს დაბადებულ ჯ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ბ., უკრაინის მოქალაქეები - 1973 წელს დაბადებული მ.ბ., 1978 წელს დაბადებული მ.დ. და 1979 წელს დაბადებული ე.ჩ., გერმანიის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ტ.დ., თურქეთის მოქალაქეები - 1989 წელს დაბადებული ო.ქ., 1980 წელს დაბადებული ო.ბ., 1979 წელს დაბადებული ქ.დ. და 1991 წელს დაბადებული ე.ქ. ასევე, ირანის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული გ.ი., და წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1992 წელს დაბადებული დ.ლ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ვ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. პოლიციამ, მოსამართის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, „მდმა“, „ექსტაზი“,, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი“ და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება. ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს",- აღინიშნა ბრიფინგზე.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)