12:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 10:55:14, 1256 ნახვა

საზოგადოება
„ფიქრის ტრაექტორია“ - გამოფენა „თიბისი კონცეპტში“

თიბისი კონცეპტი“, 4 ივლისიდან, წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას „ფიქრის ტრაექტორია“. 

„ფიქრის ტრაექტორია“ ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ ხელოვანების - თორნიკე გოგნაძის, ქეთი კაპანაძის, თეა ნილის, ნინო საკანდელიძის, ოთო შენგელიას და დავით ჩიხლაძის საავტორო ძიებებს წარმოგვიდგენს.

რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)? ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ გამოფენის ვიზუალური ენა და დრამატურგია განიხილავს სივრცით-დროით კავშირებს. შემოქმედებითი ფიქრის განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო და გარემოებები - დროში მოხელთებულ ანარეკლებში, ანაბეჭდებში, დატოვებულ ან უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება. სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს. 

„ფიქრის ტრაექტორია” შეიქმნა გორის ხელოვნების სახლში ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. გამოფენას ადაპტირებული ფორმატით წარმოადგენს პლატფორმა @unirchived_semiotics „თიბისი კონცეპტის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით. 

გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი

გამოფენის გახსნა: 4 ივლისი, 18:00.

გამოფენის ხანგრძლივობა: 4 ივლისი - 4 სექტემბერი, 2023.

მისამართი: „თიბისი კონცეპტი“, მარჯანიშვილის ქ. #7.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics