16:52 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 18:09:32, 1031 ნახვა

პოლიტიკა
ო’სალივანი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აღნიშნულ სანქციებს არ ახორციელებს, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გვესმის

"საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს აღნიშნულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა "საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს იმ საკითხს", რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ერთგვარ პლატფორმად არ უნდა იყოს გამოყენებული.

"საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს აღნიშნულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, ამიტომ გვსურს, რომ შეესაბამებოდეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიაზრებთ, რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება ამჟამად საქართველო, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც მას უწევს ვაჭრობა რუსეთთან, ამიტომ გვესმის, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს", - განაცხადა ო'სალივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics