|
2023-06-28 17:42:39, 959 ნახვა
პოლიტიკა
კუმარ აიერი - მადლობელი ვართ იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის გადაიდგა
მადლობელი ვართ ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც უკვე გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა. როგორც აიერმა თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანია, რუსეთში საბრძოლო დანიშნულების საქონლის მოხვედრა აღიკვეთოს. "ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება, გააგრძელებს სხვადასხვა გზის გამოყენების მცდელობებს. ასე რომ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა... ელჩმა ო’ბრაიანმა ისაუბრა სანქციების მნიშვნელობაზე. მე რამდენიმე სიტყვას დავამატებ, თუ რეალურად რა გავლენა აქვს ამ სანქციებს რუსეთზე. უპირველეს ყოვლისა, მათ გავლენა აქვთ ბრძოლის ველზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსული იარაღი დამოკიდებულია დასავლურ კომპონენტებზე, რომლებიც სანქცირებულია ჩვენ მიერ. ჩვენ ვიცით ფრონტიდან მიღებული მასალებისა და ანგარიშების შესწავლიდან, რომ მათ აღარ შეუძლიათ ამ კომპონენტების მიღება დასავლური ქვეყნებიდან. ისინი იყენებენ უფრო დაბალი ხარისხის კომპონენტებს და მათი იარაღის ეფექტიანობა მცირდება. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, თუ რომელია ის კომპონენტები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. თუ დაინტერესებული ხართ, ყველა დეტალი გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდებზე. ეს არის 38 დასახელების ძალიან კონკრეტული საქონელი, რომელზეც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ფოკუსირებულია“, - განაცხადა კუმარ აიერმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



