|
2023-06-28 13:20:44, 922 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვინც იძალადა ჯაფარიძეზე, მშვილდაძეზე, ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა მათ დააჯერეს, რომ ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია
ვინც იძალადა ზურაბ ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, საქართველოში მოძალადეები "კოლექტიური ნაცმოძრაობა" NGO-ები და მათი "უცხოელი პატრონები" არიან. "ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, თვეების და წლების განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა ერთ-ერთი დეპუტატი, მას თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამხალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა ტელევიზიებში. პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამის წამახალისებელ განცხადებებს, ელჩების დუმილიც იყო, რა თქმა უნდა, ამ ძალადობის წახალისება. ასევე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, გმირად გამოაცხადეს იგივე ადამიანებმა, აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან როგორც გამოხატვის თავისუფლება. არ შეიძლება დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო როგორც გამოხატვის თავისუფლება. არა მარტო ძალადობიის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს. ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა ზურაბ ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი... ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და ძალადობის წაქეზებისგან. პირველ რიგში, მოძალადეები საქართველოში არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისი NGO-ებით და მათი უცხოელი პატრონებით",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



