|
2023-06-27 15:08:53, 930 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, იყო კატეგორიული მოთხოვნა არავის ხელი არ ეხლო სასამართლო კორპუსისთვის, რაც ხელისუფლებამ გაითვალისწინა
2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, იყო კატეგორიული მოთხოვნა როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე აქ, ენჯეოების, შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, არავის ხელი არ ეხლო სასამართლო კორპუსისთვის და სისტემის გაჯანსაღება მომხდარიყო შემადგენლობის ცვლილების გარეშე, რაც მაშინ ხელისუფლებამ გაითვალისწინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" კამპანია აქვს გაშლილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან დღემდე სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში. როგორც კობახიძე ამბობს, ამ ფაქტორს კრიტიკისთვის იყენებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამის უკან მთლიანად პოლიტიკური ინტერესები დგას. „რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდით, ის გაუმეორებია ვახტანგ ხმალაძეს. რეალურად ასე იყო. დღეს კოლექტიურ ნაცმოძრაობას მთელი კამპანია აქვს გაშლილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან დღემდე სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში. მაშინდელი რეალობა იყო ის, რომ მაშინ იყო სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმი, რომელიც იყენებდა სასამართლო სისტემას რეპრესიული მანქანის სათანადოდ ამუშავებისთვის. ეს იყო სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლო და უმძიმესი დავალებების ჩაშლა ხდებოდა მაშინ სასამართლო სისტემაში. ამას უკავშირდებოდა ის, რომ თითქმის ნულოვანი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა იყო, ათასი უბედურება ხდებოდა სამოქალაქო სამართლის საქმეების გარშემო და ა.შ. როცა 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, იყო კატეგორიული მოთხოვნა როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე აქ, ენჯეოების, შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, არავის ხელი არ ეხლო სასამართლო კორპუსისთვის და სისტემის გაჯანსაღება მომხდარიყო შემადგენლობის ცვლილების გარეშე, რაც გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ. როცა დღეს იგივე ძალები იყენებენ ამ ფაქტორს კრიტიკისთვის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამის უკან მთლიანად პოლიტიკური ინტერესები დგას. რეალურად არიან ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აღადგინონ გარკვეულწილად მაინც კოლექტიური ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო სისტემაზე, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



