|
2023-06-26 23:13:55, 880 ნახვა
პოლიტიკა
ვოლკერი - საქართველო უნდა ეცადოს, რომ შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს
საქართველო უნდა დაუკავშირდეს ევროკავშირს და ნათელი მოფინოს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს. "ევროკავშირი ნათლად აცხადებს თავის კრიტერიუმებს... საქართველო უნდა დაუკავშირდეს ევროკავშირს და ნათელი მოფინოს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, დღეისა და დეკემბრის შუალედში მოხდეს ეს. ჯერ კიდევ დროა. როდესაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ხანგრძლივ პერსპექტივას შექმნის. მოვლენები ვითარდება უკრაინის გარშემო და ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. საქართველო უნდა ეცადოს მაქსიმალურად შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ვოლკერმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



