|
2023-06-26 15:19:11, 768 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ არსებობს ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული
არ არსებობს ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული,- აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, აღნიშნულ საკითხთან ეჭვების გამოთქმა არ კმარა და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტების წარმოდგენაა საჭირო. „ჩვენ გამჭვირვალედ ვიქცევით. არ არსებობს ფაქტი, რომ სანქციების გვერდით ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას პატივს ვცემ. ვიცით მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ ეჭვების დონეზე ვერ შემოვიფარგლებით, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტებია, წარმოადგინონ“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველო სანქციებს არ უერთდება. „არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დამაზიანებელი იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია რიგით მოქალაქესთან - გლეხზე, რომელიც შრომობს, ქმნის პროდუქტს იმისთვის, რომ შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინოს. რატომ უნდა შევუშალოთ მას ხელი, მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე, თუ ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს, გააძლიერებს ბიზნესს, რა არის ამაში ცუდი, მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტიათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან“,- დასძინა კალაძემ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ო'სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას განიხილავს.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



