|
2023-06-25 18:13:15, 829 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა
"ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციებზე დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს; ნაძალადევის ორგანიზაციას - დავით ჭელიძე; ჩუღურეთის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე; დიდუბის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი; ვაკის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია; საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; სამგორის ორგანიზაციას - სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა სამხარაძე; გლდანის ორგანიზაციას - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე; მთაწმინდის ორგანიზაციას - მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით კირკიტაძე. „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები თბილისის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში",- ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



