|
2023-06-25 12:49:12, 838 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - განცხადებები, რაც კეთდებოდა გუშინ, მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა
რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ. წინასწარ განზრახული იყო, დაგეგმილი იყო, თუ შემთხვევითობა იყო,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის ფედრაციაში განვითარებულ მოვლენებს. კალაძის თქმით, ბევრი არასწორი მოსაზრება გავრცელდა. „ძალიან რთულია შეფასება, რა იხარშებოდა გუშინ კრემლში. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსებისა და კონკრეტული ე.წ. ექსპერტების მხრიდან. რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ. წინასწარ განზრახული იყო, დაგეგმილი იყო, თუ შემთხვევითობა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ამ პროცესის პარალელურად საქართველოში კეთდებოდა ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო განცხადებები. „განცხადებები, რაც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში - ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს დამოკიდებულება, ეს მოწოდებები. ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, შეცდომებს უშვებენ - მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ქვეყანაზე, ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, რაც თუნდაც გუშინ ვიხილეთ. რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო, ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა, რომ თურმე ახლა იყო შანსი, რომ ხელისუფლება ჩამოემხოთ, ვიღაც ომისკენ მოგვიწოდებდა, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)