|
2023-06-24 12:43:41, 974 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურამ ცხოველის წამებაზე სასჯელის გასამკაცრებლად საკანონდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა
პროკურატურამ, ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციის და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პარლამენტთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილება ითვალისწინებს ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას. "აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)