|
2023-06-24 12:30:57, 805 ნახვა
საზოგადოება
მე-4 ქვეით ბრიგადაში ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” გაიმართა
ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?” გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თაქვდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თამაშში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა. „თამაშს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდის ტიტული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტს ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გუნდმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა გადაინაწილეს. გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო ბუ გადაეცათ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. თავდაცვის უწყებაში „რა? სად? როდის?” სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)