|
2023-06-23 16:37:31, 1081 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი გვარამიას შეწყალებაზე - ეროვნული ინტერესები სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვს
გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება - პრეზიდენტისგან ნახევარი ნაბიჯები საკმარისი არაა, ეროვნული ინტერესები სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვს",- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა "პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება" მიიღო. "ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ საქართველოსთვის, პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა პოლიტპატიმარი გვარამია. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება საქართველოსთვის. პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოს და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა არ არის საკმარისი, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან თავის დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების საფუძველი სწორედ კონსტიტუციური დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გახდა. ამიტომ, ამ მხრივაც, მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. დღეს სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძა სახელმწიფომ და დარწმუნებული ვარ, ახალი გამარჯვებები, ახალი საეტაპო გადაწყვეტილებები იქნება სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის",- ამბობს ბეჟაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



