|
2023-06-23 15:27:49, 974 ნახვა
საზოგადოება
ქვრივიშვილის განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები დაიწყება
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე დასრულებულია თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა და სამინისტროს აქვს, ფაქტობრივად, სრული სურათი, მისი გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს. მისივე თქმით, ასევე იწყება პირველი ტექნიკური კვლევები ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტის ალტერნატიული ლოკაციის შესასწავლად. მისი თქმით, ვაზიანში აეროპორტის შესაძლო განვითარების შესაძლებლობების პირველ ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)