|
2023-06-23 14:12:31, 947 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა იყო
სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო და გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა უკანონო არ ყოფილა, პირიქით, მან "საკმაოდ სერიოზული დანაშაული" ჩაიდინა. „ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ და ვთქვათ, რომ უკანონო პატიმრობა ნამდვილად არ იყო. დანაშაული ნამდვილად ჩადენილია და საკმაოდ სერიოზული დანაშაული. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო და გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ. თუმცა დეგნანმა მერე დააზუსტა რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას დაედოს ბოლო, ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვრამიამ“,- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



