|
2023-06-22 09:52:27, 871 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სამწუხაროდ, გვაქვს კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა
სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა. ჩვენ ისედაც გვაქვს ინფექციების კონტროლის თუ სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, კლინიკის შემოწმების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ერთადერთი, აქამდე არ იყო დაზუსტებული და ახალ კანონპროექტში გაჩნდა პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, მხოლოდ პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში, სრული სურათის აღდგენისა და პაციენტის საჩივარზე სწორი დასკვნის მოსამზადებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერატიულობა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს არსებული სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლოს ნებართვისთვის აუცილებელი დრო და კლინიკისთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება საკმარისია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. ეს კი რეალურ სურათს ცვლის და თითქმის, შეუძლებელი ხდება, იმის დადგენა, კონკრეტულ შემთხვევაში, დაფიქსირდა თუ არა ექიმის გადაცდომა, ან - სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობა. „კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი - სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება, რომელიც უფრო მოქნილს გახდის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების შორის ურთიერთობას. ესეც მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორც კი კლინიკა გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევებს, სამინისტრო მისცემს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. დღეს, კანონში მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების მექანიზმია, რომლის აღდგენა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, იმდენად რთული პროცესები მიდის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევებში გაზრდილ ჯარიმებზეც ისაუბრა. „ინფექციების კონტროლის ნაწილში სერიოზული პრობლემებია კლინიკებში. როდესაც სამედიცინო დაწესებულებას ვაჯარიმებთ და საშუალოდ, 500-ლარიანი ჯარიმები იწერება, ოქმი იგზავნება სასამართლოში. ამ პერიოდში, დაწესებულების მეორედ შემოწმების საშუალებაც არ გვაქვს. კლინიკებს აქვთ მოტივაცია, ხელოვნურად გაიყვანონ დრო, რომ მომდევნო ჯერზე არ შევამოწმოთ და შემდეგ არ მოვითხოვოთ საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება. ამ პირობებში კი, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ, სამედიცინო დაწესებულება ისევ აგრძელებს საქმიანობას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან. ამიტომ, საჭიროა, ჯარიმა დაუყოვნებლივ მიემართოს აღსრულებისკენ და სამედიცინო დაწესებულების მეორედ გადამოწმების შესაძლებლობაც მარტივად გვქონდეს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომელსაც ასევე შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.
ლაშა ფარულავა - 27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობას, კახი კალაძე ვერ გაექცევა!
რესპუბლიკელები რუსეთთან საბრძოლველად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვენ
დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, ქილერის მოძიება დაავალა
ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით დათვლილი წლიური ინფლაცია საქართველოში 5.7%-ის ფარგლებში ფიქსირდება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



