|
2023-06-21 20:30:25, 853 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო'ფარელს შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოსა და ირლანდიას შორის სექტორული თანამშრომლობა გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის ტურიზმის სექტორში. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის შესამჩნევად გააქტიურდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, რასაც ხელი შეუწყო საქართველო-ირლანდიის ბიზნესსაბჭოს ჩამოყალიბებამ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის მისასალმებელია საქართველოში ირლანდიიდან ინვესტიციების შემოდინება და ირლანდიური ბიზნესების ოპერირება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში ირლანდიიდან შემოსული ინვესტიციები გაიზარდა და 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც შონ ო'ფარელმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ის შედეგები, რომელსაც საქართველომ და ირლანდიამ წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიაღწია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზაობას გამოთქვამს, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სექტორში.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



