|
2023-06-21 12:15:39, 938 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს სურსათის კონტროლის სისტემის შეფასება მოხდება
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-IV) ფარგლებში მიმდინარე პროექტის “საქართველოში სურსათის კონტროლის სისტემის შეფასება“ დეტალები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაო ფორმატში წარმოდგენილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებული სურსათის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტები. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ გახსნა. „მნიშნელოვანია, რომ FAO-ს მხარდაჭერით, გვაქვს ეს უნიკალური შესაძლებლობა დავიწყოთ სურსათის კონტროლის სისტემის სიღრმისეული შეფასება. ეს ნიშნავს იმას, რომ გაანალიზდეს, ამ მიმართულებით არსებული მოცემულობა, საკანონმდებლო სივრცე, ადამიანური რესურსები, ინფრასტრუქტურა და სწორად განისაზღვროს ის საჭიროებები, რაც ჩვენ საქმიანობას უფრო მეტად გააუმჯობესებს“,- აღნიშნა კახა კაკაბაძემ. „ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO ფოკუსირებულია საქართველოში სურსათის უვნებლობასა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სისტემის განვითარების პროცესის ხელშეწყობაზე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებთან, რათა შევისწავლოთ სურსათის კონტროლის არსებული სისტემა და დავადგინოთ თუ რა მიმართულებით საჭიროებს ის გაუმჯობესებას. FAO-ს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ყველა იმ უწყებას, რომელმაც გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს პროცესში და მჭიდროდ ითანამშრომლოს FAO-ს შეფასების ჯგუფთან“,- განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ. შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა, სააგენტოს ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ხაზგასმით აღნიშნა სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის მნიშვნელობა და მისი გამართულად მუშაობის როლი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვაში და კონკურენტუნარიანი სურსათის წარმოების უზრუნველყოფაში. აღსანიშნავია, რომ ENPARD-IV ფარგლებში მიმდინარე პროექტი საქართველოში სურსათის კონტროლის სისტემის შეფასების საკითხებზე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სწავლებების გამართვას ითვალისწინებს და გაკეთდება შეფასებები, რომელიც სურსათის უვნებლობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლაშა ფარულავა - 27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობას, კახი კალაძე ვერ გაექცევა!
რესპუბლიკელები რუსეთთან საბრძოლველად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვენ
დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, ქილერის მოძიება დაავალა
ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით დათვლილი წლიური ინფლაცია საქართველოში 5.7%-ის ფარგლებში ფიქსირდება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



