01:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 18:16:27, 864 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - პაველ ჰერჩინსკისთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის სამეფოს, ესტონეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის სამეფოს ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხი განიხილეს.

"ვახტანგ გომელაურმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აქტიურად საქმიანობს, ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინაციის გზით, ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics