11:32 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 17:04:57, 854 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მაღაროელების სოლიდარობის აქცია იმართება

პარლამენტთან ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ თავად მაღაროელებიც, რომლებიც დღეს ჭიათურიდან ჩამოვიდნენ.

მაღაროში დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

შეგახსენებთ, 10-მდე მაღაროელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. მაღაროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი ვენები გადაიჭრა, უფრო ადრე ერთმა პირმა პირი ამოიკერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics