|
2023-06-19 12:58:46, 972 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას
სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ აქვს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. კალაძის თქმით, სააკაშვილმა თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს, "ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია". „სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ვინმეს თვალის ასაფარად იმას თუ აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ არის რეალურად იმ პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე, რიგითი წევრი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი არასდროს ყოფილა დაშორებული ქართული პოლიტიკიდან. პირიქით, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამის უფლება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე. მან თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს",- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით "არანაირი პრობლემა არ ჰქონია" და ამ თემას ქვეყნის ინსტიტუციების წინააღმდეგ იყენებდნენ. „თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა, რწმუნდება, რომ ეს იყო დიდი სიცრუე ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური კამპანია იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ - იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სისტემა. რეალურად, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მკურნალობის თვალსაზრისით მას ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნდა, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მნიშვნელოვანია“,- დასძინა კალაძემ. შეგახსენებთ, 16 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



