15:44 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 12:40:07, 886 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატურებს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 2 კანდიდატის წარდგენას.

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი წარდგენილი კანდიდატი პირდაპირაა დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან".

"ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია ამ თემაზე, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის სტანდარტული პრაქტიკა შემდეგი: როდესაც ორი ორგანოა ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც დაირღვა ამ შემთხვევაში, ეს ერთი. მეორე - მე არ მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთ კანდიდატზე, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, "ნაციონალურ მოძრაობასთან", მის ლიდერებთან მეგობრობა. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ",- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მათი ეს გადაწყვეტილება უფრო დაძაბავს თუ არა პრეზიდენტთან ურთიერთობას კობახიძემ განაცხადა: „ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად და კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს პრეზიდენტმა“.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics