|
2023-06-18 20:37:20, 1036 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან ცხოველთა დაცვის მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გაიმართა
დღეს მოკლავს ძაღლს, ხვალ მოგკლავს შენ ! - პარლამენტთან ხალხმარავლი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ცხოველების წამებას და მკვლელობებს გახშირების გამო დაიგეგმა. ბოლო დროს სოციალუქ ქსელში სულ უფრო მეტი, ვიდეო ჩნდება სადაც დამნაშავეები ცხოველებს აწამებენ და კლავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ანუკა გამსახურდიას თქმით, ითხოვენ სისხლის სამართლის 259 -ე მუხლით დასჯას ყველა იმ პირის თუ პირების, ვინც ცხოველებს სატიკად ებყრობა. "ადამიანები ვინც ვზრუნავთ, გვდარდებს და განვიცდით ჩვენი ოთხფეხა ქუჩაში მიტოვებული ცხოველების ბედზე, პირველ რიგში ვითხოვთ, სისხლის სამართლის 259 -ე მუხლით დასჯას ყველა იმ პირის თუ პირების ვინც ჩვენს ნალოლიავებ მიუსაფრებზე ძალადობს და არასდროს ამ საქციელზე პასუხს არ აგებს კანონის ფარგლებში. ასევე ვაპროტესტებთ შინაურ ბინადართა შესახებ კანონს, რომლის განხილვაც ეხლა მიმდინარეობს პარლამენტში, ჩვენთვის მიუღებელი და ცხოველისთვის საზიანო კანონპროექტის დამტკიცებას" - აცხადებს ანუკა გამსახურდია. აქციის მონწაილეები, პარლამენტის წინ, ოთხფეხა მეგობრებით, ძაღლებით და კატებით იყვნენ მისულები.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)