|
2023-06-18 14:56:33, 978 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები მოთხარა და ავტომობილები დააზიანა
თბილისში ამოვარდნილმა ქარმა ხეები მოგლიჯა და ავტომობილები დააზიანა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქარმა ხე სანზონაში მოგლიჯა და იქვე მდგარ მანქანას დაეცა. ხე ასევე წაიქცა დიდ დიღომში და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. თბილისში, გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა. გაგარინის მოედანზე კი საუკუნოვანი ხე დაზიანდა, მას ტოტები ჩამოემტვრა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან სეტყვა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში მოსახლეობას წყალმოვარდნებისა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების რისკის შესახებ აფრთხილებენ. „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)