|
2023-06-18 13:19:23, 607 ნახვა
საზოგადოება
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით, ახალი პროექტი „საწარმოო და გადამმუშავებელ სექტორში სამრეწველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერის გზით“ იწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საწარმოო და გადამამუშავებელ სექტორში სამრეწველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერის გზით“ წარდგენას დაესწრო. პროექტს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებენ. „აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, მოხდება მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება სამრეწველო სექტორში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, ხოლო მეორე მხრივ, დაგვეხმარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება მიდგომები, თუ როგორ უნდა შემცირდეს ორგანული დამაბინძურებლების იმპორტი, განთავსება და ადგილზე შენახვა, რათა მაქსიმალურად გახანგრძლივდეს სასიცოცხლო ციკლი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან საშიში ქიმიური დამაბინძურებლების გაფრქვევა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე. პროექტი კომპლექსურია, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტი „საწარმოო და გადამამუშავებელ სექტორში სამრეწველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერის გზით“ მიზნად ისახავს პოლიტიკის და არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას საწარმოო და გადამმუშავებელ სექტორში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების პრევენციის მიზნით. პროექტის ფარგლებში მოხდება საწარმოო/გადამამუშავებელი სექტორის მხარდაჭერა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესამცირებლად საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის გზით, ასევე შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერებით. განხორციელდება პროექტის მონიტორინგი და შეფასება. „ვფიქრობ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ინდუსტრიული სექტორის დახმარებას, ეკომეგობრული ტექნოლოგიების შემოტანას, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვისთვის“, - განაცხადა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის მენეჯერმა, ლამია ბენაბასმა პროექტის განხორციელების შედეგად, მოხდება გარემოს დაცვის საკითხებში ჩართული სახელმწიფო უწყებების, საწარმოო და გადამმუშავებელი სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიული მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ეტაპობრივ შემცირებას.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)