|
2023-06-17 20:31:41, 1202 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ხელისუფლება ტერორს მხედრიონის და კომკავშირის გაუგებარი ნაზავით ახორციელებს
საქართველოს ქუჩებში გახურებული პოლიტიკური ტერორია, საქართველოს ხელისუფლება კი ამ ტერორიზმის სპონსორი, რომელიც ტერორს ახორციელებს მხედრიონის და კომკავშირის გაუგებარი ნაზავით,- ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს განვითარებულ მოვლენებს. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, "ქართული პოლიცია, რომელმაც უკვე ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც არ შეიძლება, თავისი უმოქმედობით ღიად ეხმარება დამნაშავეებს და უარს აცხადებს მოქალაქეების დაცვაზე". "როცა კადრებში ხედავ, რომ პატრული დამნაშავეს დაკავებისას იარაღსაც კი არ ართმევს (რაც პირველ რიგში უნდა გააკეთოს), პატრულის მაქანაშიც კი იარაღით სვამს, ცხადია, რომ სამართალდამცავი სისტემა თავადაა დანაშაულებრივი სინდიკატის ნაწილი და ის ჩვენ არ დაგვიცავს. მეტიც, თუ მათ პატრონს დასჭირდა, თავადაც დაგვესხმება თავს, რაც, პრინციპში, არაერთხელ უქნია. უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ დავიცათ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები, მშობლები. არ შეიძლება ასე დაუცველები ვხვდებოდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს ქუჩებში, ქალაქებსა თუ სოფლებში. მსხვერპლის როლი არ უნდა მოვირგოთ, წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ. ამისი გზები აუცილებლად მოსაფიქრებელია და ალბათ, ეს არის ის, რაზეც ყველამ ერთად, განსაკუთრებით კი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ და სწრაფად იპოვონ გამოსავალი",- წერს გვარამია. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მან თქვა ის, რასაც "თითოეული ქოცი" ფიქრობს. "რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც "ქართული ოცნების" კვალობაზეც კი გამორჩეული რეგვენი და ნაძირალაა, მან თქვა ზუსტად ის, რასაც ფიქრობს თითოეული ქოცი. უბრალოდ, ზოგი ამას ამბობს, ზოგი - არა. მთავარი არის ის, რომ ქოცები ასრულებენ რუსულ ამოცანას - საქართველო ქვეყნიდან აქციონ ტერიტორიად. და უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ამას, ჯერჯერობით, წარმატებით ახერხებენ",- წერს გვარამია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



