|
2023-06-16 19:15:25, 1051 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური - დაწესებულებაში, წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს შესვლის მიზანი ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაა
სამედიცინო, თუ ფარმაცევტულ დაწესებულებაში, წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანი ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაა, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, დაწესებულების შესამოწმებლად, სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, რისთვისაც განსაზღვრულია 72 საათი. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოსალოდნელი შემოწმების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდოს მეორე მხარესაც. „ამ დროის განმავლობაში, დაწესებულებს აქვთ დრო, „მოემზადონ“ რეგულირების სააგენტოს შემოწმებისთვის. გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც აწესრიგებენ დოკუმენტაციას, ნაშთებს, იმ პრობლემებს, რაც აქვთ. შედეგად, რეგულირების სააგენტოს საქმიანობა აღარ გამოდის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს უფლება, გაუფრთხილებლად, ამოიღოს ის დოკუმენტაცია, რაც საჭიროა, ნორმალური საქმიანი შემოწმებისთვის. რეალურად, ეს არის რეგულირების სააგენტოს ფუნქცია და მისი საქმიანობის მთავარი მიზანი“, - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო განხილვებისას, ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, თითქოს, ეს ცვლილება სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებს, ან დააზიანებს: „მინდა, ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნო, რეგულირების სააგენტოს კომპეტენცია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმებაა. მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ დოკუმენტაციის ამოღება, პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა და ყველა იმ მტკიცებულების მიღება, რაც მოკვლევისა და შესაბამისი ღონისძიებისთვის არის საჭირო. შეუძლებელია, რეგულირების სააგენტომ, ამოიღოს დოკუმენტაცია, კვლევებზე, ნაშთებზე გაეცნოს ინფორმაციას და ამ დროს, დაწესებულებას, ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, პრობლემები შეექმნას. რაც შეეხება დალუქვის თაობაზე აპელირებას, დალუქვა ეხება დოკუმენტაციას. როგორ შეიძლება, პაციენტი ან კლინიკის საქმიანობა შეფერხდეს, ან დაზიანდეს, როდესაც რეგულირების სააგენტოსთვის, ამოსავალი წერტილია დოკუმენტების ამოღება და ინფორმაციის მიღება, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?! ფაქტი, რომ დღეს, პირველი მოსმენით კანონი გავიდა, ნიშნავს, რომ უმეტესობა დეპუტატებისა ამ ნაწილში დავარწმუნეთ“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
რესპუბლიკელები რუსეთთან საბრძოლველად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვენ
დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, ქილერის მოძიება დაავალა
ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით დათვლილი წლიური ინფლაცია საქართველოში 5.7%-ის ფარგლებში ფიქსირდება
პაპუაშვილი – ბათუმის პროცესი მართლაც იქცა ქართულ ნიურნბერგის პროცესად
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



