|
2023-06-16 18:21:44, 902 ნახვა
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ღუდუშაურის კლინიკაში ექიმებთან შეხვედრა გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ღუდუშაურის კლინიკაში ექიმებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პროკურორებმა შეხვედრაზე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრეს. "ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა. საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)